ქუთაისში ქართულ-ებრაული ურთიერთობების სივრცე გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების სივრცე გაიხსნა და გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია :„ქართულ-ებრაული ურთიერთობები – წარსული და თანამედროვეობა“.
ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგებლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ქართულ-ებრაული ურთიერთობების სივრცე ხელს შეუწყობს ქართულ-ებრაული ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების კვლევით პროცესებს, სამეცნიერო კომუნიკაციასა და ცოდნის გავრცელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას ცენტრის საქმიანობაში. ღონისძებების მიზანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავება, დიასპორული კავშირების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია იყო.





