რეკლამა

ხონში "მუსიკალური საღამოსთვის" ემზადებიან

ხონში "მუსიკალური საღამოსთვის" ემზადებიან


"მუსიკალურ საღამოს" დღეს ხონი მასპინძლობს. განახლებულ სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.


იგეგმება  თოჯინების თეატრის მიერ სპექტაკლ „წითელქუდა"-ს წარმოდგენა, 
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე; იგეგმება ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი.

საღამოს მუსიკალურად ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნათია პერანიძე, ლიკა დოლიძე, "თეატრალურის კვარტეტი", ანსამბლი "ქართული ხმები", ჯგუფი "ლაიქ ბენდი" და პიანისტი ნინო გულიაშვილი გააფორმებენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები