TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, იაპონიაში მოღვაწე, წარმატებული ქართველი პიანისტის გიგლა ქაცარავას სოლო კონცერტი ჩატარდა

ქუთაისში, იაპონიაში მოღვაწე, წარმატებული ქართველი პიანისტის გიგლა ქაცარავას სოლო კონცერტი ჩატარდა

ქუთაისში, იაპონიაში მოღვაწე, წარმატებული ქართველი პიანისტის გიგლა ქაცარავას სოლო კონცერტი ჩატარდა

 ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში- მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იაპონიაში მოღვაწე, წარმატებული ქართველი პიანისტის გიგლა ქაცარავას სოლო კონცერტი ჩატარდა.

გიგლა ქაცარავა დაიბადა თბილისში.  წარჩინებით დაასრულა  პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია (პროფ. ლევ ნაუმოვის კლასი). ასპირანტურა გაიარა ვაიმარის ფერენც ლისტის სახ. უმაღლეს სასწავლებელში (პროფ. ლაზარ ბერმანის კლასი) და პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნულ კონსერვატორიაში (Conservatoire National Supérieur de Musique et de Danse) (პროფ. ჟერარ ფრემის კლასი).

გამართული აქვს სოლო კონცერტები, კამერული მუსიკის კონცერტები და კონცერტები ორკესტრთან ერთად ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში, ბრაზილიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში.

საკონცერტო დარბაზებს შორის, სადაც ის უკრავდა, არის Residenz  მიუნხენში, Minato Mirai Hall იოკოჰამაში, ტოკიოს ხელოვნების ცენტრი, Kobe Auditorium, ჰანოის ეროვნული ოპერის თეატრი, Deutsche Bank Atrium ბერლინში, თეატრი ესენში, იერუსალიმის მუსიკალური ცენტრი, მინსკის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, სალეკორტო პარიზში, La Pedrera ბარსელონაში, Sala Cecilia Meireiles რიო-დე-ჟანეიროში და ა.შ.

როგორც შემსრულებელი მიწვეული იყო და მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა: Radio-France Montpellier, Flâneries Musicales in Reims, Piano à Riom, Piano Pic, Saint-Omer en Musique, Rencontres Musicales de l'Abbaye de la Prée (საფრანგეთი), Piano a Saint-Ursanne (შვეიცარია), კარმელი მუსიკის ფესტივალი (ისრაელი), ბონევილის კამერული მუსიკის ფესტივალი (აშშ), Musicanas Montanas (ბრაზილია) დასხვა.
გიგლა ქაცარავა წლების განმავლობაში იყო პარიზის Ecole Normale de Musique de Alfred Cortot-ის პროფესორი.

2022 წლის აპრილიდან მიწვეულია ტოკიოს ონდაის უნივერსიტეტში, როგორც სპეციალურად დანიშნული პროფესორი. ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩატარებული აქვს მასტერკლასები საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ (იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ესპანეთი, პორტუგალია, ბრაზილია).

მიწვეული იყო საჯარო მასტერკლასებით შემდეგ უნივერსიტეტებში - ტოკიოს ონდაი, ტოკიოს ტოჰოგაკუენი, ტოკიოს სენზოკუ-იაპონია, ვებერის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იუტა-აშშ, Universidade Federal do Estado რიო-დე-ჟანეირო - ბრაზილია, რიო გრანდე-დო-სულის ფედერალური უნივერსიტეტი, პორტო ალეგრე, ბრაზილია.

2019 წელს იყო სპეციალური სტუმარი ტოკიოს ონდაის და ტოკიოს ტოჰოგაკუენის უნივერსიტეტებში ლექცია-კონცერტებით სახელწოდებით „ ა. სკრიაბინის პრომეთეოსი მე-20 საუკუნის ხელოვნებაში; ა. სკრიაბინის პიანიზმის ზოგიერთი განსაკუთრებული ასპექტი".

გიგლა ქაცარავა იყო ჟიურის წევრი მრავალ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე - F.Poulenc (საფრანგეთი), Santa Cecilia Piano Competition Porto (პორტუგალია), იაპონიის ხელოვნების ცენტრის საფორტეპიანო კონკურსი (იაპონია), საერთაშორისო Magnus Piano Competition (ლიეტუვა); 2019 წელს იყო ს. რახმანინოვის პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ტოკიოში (იაპონია).

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu