რეკლამა

ხონის მერი: ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას და ვაძლევ ბიძგს, ჩაერთონ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში

ხონის მერი: ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას და ვაძლევ ბიძგს, ჩაერთონ ჩვენი მუნიციპალიტეტის  განვითარების პროცესში

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხონელ სტუდენტებს შეხვდა და ხონის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირებისთვის გამოცხადებული კონკურსისა და ევროკავშირის პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“-ს ფარგლებში საგრანტო კომპონენტის  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ახალგაზრდებს კი კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას და მრჩეველთა საბჭოს შექმნით ვაძლევ ბიძგს, ჩაერთონ ჩვენი მუნიციპალიტეტის  განვითარების პროცესში, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და საკუთარი რესურსი მოახმარონ მშობლიურ კუთხეს.  ეს არის გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ მანამ, სანამ მომავალი თაობები მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მართვის სადავეებს საბოლოოდ გადაიბარებენ. მზად ვარ, ხელი შევუწყო ამ საბჭოს შექმნას, ფინანსური რესურსით გაძლიერებას, მოვისმინო და გავითვალისწინო მათი რჩევები ჩვენი ხონის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

აქვე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო კარგ ხონელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაჩვეულებრივ რექტორს ბატონ შალვა კირთაძეს,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ. 

ხონის ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაკეთება 14-დან 29 წლის ჩათვლით ხონში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 27 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. იხ. ლინკი: https://bit.ly/46YtO6F


ტეგები:

Facebook - კომენტარები