რეკლამა

ცაგერში გამართულ ღვინის ფესტივალში 65 მარანი მონაწილეობდა

ცაგერში გამართულ ღვინის ფესტივალში 65 მარანი მონაწილეობდა


ცაგერში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მეორე ფესტივალი  ჩატარდა. 

ღვინის ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა. რაჭა-ლეჩხუმის პირველ ფესტივალს, გასულ წელს ქალაქმა ამბროლაურმა უმასპინძლა.

წელს, ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ასევე ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და  იმპორტიორებს, ასევე ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს.
 
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნო კულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები