რეკლამა

რა ხდება ხარაგაულში სტიქიის შემდეგ?-მერი ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას გაეცნო

რა ხდება ხარაგაულში სტიქიის შემდეგ?-მერი ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას გაეცნო

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრებს შეხვდა. მერმა კომისიის თავმჯდომარისგან და წევრებისგან გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კომისიამ მერიაში შემოსულ 150 განცხადებაზე რეაგირება მოახდინა და ადგილზე გაეცნო თითოეული ოჯახის მდგომარეობას. 

"6 თებერვალს მომხდარი სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შესასწავლად და აღმოსაფხვრელად შექმნილმა კომისიამ შეტყობინებების საფუძველზე იმუშავა. პირადად მოხდა გასვლა კომისიის წევრების მიერ  კერძო საცხოვრებელი სახლების შესამოწმებლად. სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა - გზები და ხიდბოგრები. კომისიის მიერ აღირიცხა თითოეული დაზიანებული ლოკაცია, ასევე დადგინდა საჭირო სამშენებლო მასალები.

ხარაგაულის მერიამ სტიქიით დაზარებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხის გამოყოფის მოთხოვნით წერილი უკვე გააგზავნა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საჭირო ზუსტი თანხა საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შედეგად დადგინდება, რომლის შესყიდვასაც მუნიციპალიტეტი უახლოეს დროში აპირებს,"-აცხადებს სტიქიის  შედეგების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე დავით დევდარიანი. 

კობა ლურსმანაშვილმა გაწეული დიდი და შრომატევადი სამუშაოს გამო კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სახელმწიფო დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით ხარაგაულის მერია შესაბამისი ღონისძიებებს გონივრულ ვადებში გაატარებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები