რეკლამა

ქუთაისში, სტუდენტების პროტესტს რამდენიმე ლექტორი შეუერთდა

ქუთაისში, სტუდენტების პროტესტს რამდენიმე ლექტორი შეუერთდა

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულები  დღეს მარშს გამართავენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონპროექტს.   

სტუდენტების პროტესტს  ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეურთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და  უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს. 

მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე. წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები  გუშინ გაიფიცნენ და აუდიტორიებში შესვლაზე უარი განაცხადეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები