TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ კურსებში სტიქიას ეკლესიები გადაურჩა

სოფელ კურსებში სტიქიას ეკლესიები გადაურჩა

სოფელ კურსებში სტიქიას ეკლესიები გადაურჩა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა.

მეწყრულ ზონაში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და “ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია, კარიბჭე და გალავანი, რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

“დეტალურად დათვალიერდა ორივე ძეგლი და დადგინდა, რომ ეკლესიები არ არის დაზიანებული. მას შემდეგ, რაც მეწყრული პროცესები დასტაბილურდება, შესაბამისი დარგის სპეციალისტები დამატებით შეისწავლიან ძეგლების მდგომარეობას, მოხდება მათი სკანირება და ძველ მონაცემებთან შედარება, ასევე გატარდება ყველა შესაძლო ღონისძიება,  ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით.

მადლობას ვუხდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უზრუნველყვეს ტერიტორიაზე სააგენტოს თანამშრომლების უსაფრთხო გადააადგილება,”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu