“ტორპედო” ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს 16 იანვრიდან დაიწყებს
“ტორპედო” ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს 16 იანვრიდან დაიწყებს. გუნდი თბილისში შეიკრიბება, 16–17 იანვარს ფეხბურთელები სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, პარალელურად კი ფიზიკური ტესტირებები და მსუბუქი საწვრთნელი სესიები ჩატარდება.
18 იანვრიდან გუნდი მზადებას ქუთაისში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს, სადაც ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი ორჯერადი ვარჯიშებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვებისთვის. 24 იანვარს პირველი ამხანაგური მატჩი ქუთაისში “სამგურალის” წინააღმდეგაა დაგეგმილი.
8 თებერვალს გუნდი კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 20 თებერვლის ჩათვლით საწვრთნო შეკრებას ჩაატარებს. ამ პერიოდში კლუბს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი.
12 თებერვალს ჩვენი მეტოქე დანიური “ლუნგბიუ” იქნება. 15 თებერვალს სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ “არარატ არმენიას” დავუპირისპირდებით, 18 თებერვალს გასამართი მატჩის შესახებ კი კლუბი ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი ეროვნული ლიგისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს.




