ხარაგაულში მაღალმთიანი სტატუსის მქონე 11 სოფელია. ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომელიც წიფის და ზვარის გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოებზე 𝟭 𝟭𝟴𝟲 𝟱𝟳𝟳ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტები გარდამავალია.
"ხარაგაულის მერია მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით, ყოველ წელს, პრიორიტეტების შესაბამისად ახდენს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
დღემდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა გოლათუბნის, წიფის, ბჟინევის, გედსამანიის, ზვარისა და ჩრდილის ცენტრალურ და საუბნო გზებზე. აღნიშნულ სოფლებში, ბეტონის საფარი თითქმის 𝟭𝟰 კილომეტრ მონაკვეთზე დაიგო, რაზეც საერთო ჯამში, 𝟯 𝟱𝟬𝟵 𝟲𝟰𝟳 ლარი დაიხარჯა.
𝟮𝟬𝟮𝟱 წელს გზები რეაბილიტირდება მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში ბჟინევსა და გედსამანიაში,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებია: წიფა, ფონა, გოლათუბანი, გუდათუბანი, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, პატარა სახვლარი, გოლისი, გედსამანია, ბჟინევი.