რეკლამა

ქუთაისის ქუჩებში შენობების მოხატვა გრძელდება

ქუთაისის ქუჩებში შენობების მოხატვა გრძელდება

"ქუთაისი მიურალ ფესტის“ ფარგლებში, ქუთაისის ქუჩებში შენობებზე, ფასადების მოხატვის პროცესი გრძელდება. ამჯერად, თემატურად ნიკეას დასახლებაში მითოლოგია, ნიუ-პორტის ქუჩაზე კი, რეზო გაბრიაძის შემოქმედება შეირჩა. 

"ქუთაისი მიურალ ფესტი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მეორედ ეწყობა. მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში მიურალები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში უკვე შესრულდა, პროცესი გრძელდება და კედლის მხატვრობა უახლოეს მომავალში კიდევ, არაერთ ქუჩაზე გამოჩნდება,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები