TOPNEWS » მთავარი თემა » ნაქერალას უღელტეხილსა და რაჭის ახალ გზაზე შეზღუდვებია
ნაქერალას უღელტეხილსა და რაჭის ახალ გზაზე შეზღუდვებია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-17) ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-209) საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.