ტყიბულში ოკრიბის სამების ტაძრის მშენებლობა იწყება-ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მერი დავით ჩერქეზიშვილი ავრცელებს.
“ტყიბულის მოსახლეობის გულწრფელი არჩევანი კიდევ ერთი დასტურია, იმისა რომ ჩვენ ვირჩევთ განვითარების უწყვეტ გზას. გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის განსაკუთრებული სტიმული და კიდევ უფრო მაღალი ვალდებულებაა თითოეული თქვენგანის მიმართ და ჩვენი გულწრფელი მადლიერება, სითბო და პატივისცემა თქვენ, ჩემო მეგობრებო!!
ჩვენ ვიწყებთ თითოეული ტყიბულელისთვის უმნიშნელოვანესი მისიის შესრულების პროცესს, რომელიც ეხება ოკრიბის სამების ტაძრის მშენებლობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა მიიღოს მონაწილეობა თუნდაც მცირედით და ერთად შევძლოთ მე-19 საუკუნის გაბრიელ ქიქოძის ნაკურთხი და 60-იან წლებში დანგრეული ტაძრის ადგილას ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის აშენება.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მერიის შენობაში პირველ სართულზე საქართველოს ბანკის გადახდის აპარატზე ან ელექტრონულად საბანკო ანგარიშზე: GE49BG0000000601108928;
ოკრიბის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი, ს/კ 419624222,”-ამბობს ტყიბულის მერი.