„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი პოლიტიკით, ქვეყანა ევროპის გზაზე უსაფრთხოდ წაიყვანოს”

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან დასრულდა.
“26 ოქტომბერს, ერთად ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას!
მინდა ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, ახალგაზრდებს, ჩვენს თანამოქალაქეებს მადლობა გადავუხადო შეხვედრებზე აქტიური ჩართულობისთვის, მათი მუხტი და ენერგია კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა შეხვედრებს. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან
საკითხზე, რომელიც პრიორიტეტულია და დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი არამხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაშია რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესთან. მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ხელშეწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, 26 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე და ერთად ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება!
ჩვენი ქვეყნის პროგრესი, განვითარება და კეთილდღეობა დამოკიდებულია მშვიდობაზე!
„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი პოლიტიკით, ქვეყანა ევროპის გზაზე უსაფრთხოდ წაიყვანოს!
ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტი შემართებით და ენერგიით გააგრძელებს ქვეყნისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას!
მხოლოდ, მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!,”-წერს “ქართული ოცნების” დელეგატი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში გოჩა ენუქიძე.