TOPNEWS » მთავარი თემა » გიორგი გოგელაშვილი ევროპის ჩემპიონია
გიორგი გოგელაშვილი ევროპის ჩემპიონია

ქუთაისელი გიორგი გოგელაშვილი (მწვრთნელი ელგუჯა მარუაშვილი) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართველმა მოჭიდავემ მოლდოველი იგნატ მეიკო 9-1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაუფლა.
გიორგი გოგელაშვილმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი თავიდანვე შესანიშნავად დაიწყო, 1/8ფინალში რუმინელი გაბრიელ ფიფიტისენ მარცელი სუფთა გდებით დაამარცხა.
1/4ფინალში უნგრელ იმრე სანდორ კოლომპარს 6-0 მოუგო.
1/2ფინალში კი ფინელი მატიას მირო ჯუსი ონენლენტო 5-1 დაამარცხა.