ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა Საბავშვო-საბალეტო სპექტაკლი "კოპელია" წარმოადგინა.
სპექტაკლში მთავარ როლში თამარ მაყაშვილი და ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო სკოლა მონაწილეობდნენ.
საბავშვო სპექტაკლის ჩვენება ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ცნობისთვის, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა გასულ წელს ქუთაისში Პირველი საბალეტო საბავშვო სპექტაკლი "კონკია" წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი Მაკა მახარაძე იყო, ხოლო მთავარ როლს მსახიობი თამარა მაყაშვილი ასრულებდა.
საბავშვო-საბალეტო სპექტაკლ "კოპელია"-ს მხარს "ბომონდი"-ს კლინიკების ქსელი უჭერდა. კლინიკა, რომელიც არსებობის ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის, იმერეთის რეგიონსა და ქუთაისში მიმდინარე არაერთი საინტერესო სოციალური და საზოგადოებრივი პროექტის მხარდამჭერია.