რეკლამა

ონში შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება

ონში შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება

შოვში, სტიქიის ზონაში მეხანძრე მაშველები და სამხედროები 11 დაკარგულს ეძებენ. ნაპოვნია 22 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 

დღეს ონში სტიქიის დროს დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქის კულტურის სახლში და ადგილობრივ ტაძარში ჩატარდება. 

"საძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მონაცემებს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 19 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება, ჩვენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიას ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება როგორც ონში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ასევე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ონის კულტურის სახლში. ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანა," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები