TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა

ქუთაისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა

ქუთაისში, დევნილი ოჯახების  ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა

ქუთაისში, დევნილი ოჯახების  ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.  

ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს,  შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში კი 132 იძულებით გადაადგილებული ოჯახი განსახლდება. 

კენჭისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. 

ღონისძიებას  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ესწრებოდნენ.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად  მიიღო. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu