TOPNEWS » მთავარი თემა » მეუფე ანტონი: ყველა გზას ეძებთ, ოღონდ მოაწყოთ გადატრიალება. სტუდენტები არ იკმარეთ ეხლა სკოლებს და მალე ბაღებს მიადგებით...

მეუფე ანტონი: ყველა გზას ეძებთ, ოღონდ მოაწყოთ გადატრიალება. სტუდენტები არ იკმარეთ ეხლა სკოლებს და მალე ბაღებს მიადგებით...

მეუფე ანტონი: ყველა გზას ეძებთ, ოღონდ მოაწყოთ გადატრიალება. სტუდენტები არ იკმარეთ ეხლა სკოლებს და მალე ბაღებს მიადგებით...


ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმიანება. 

“დღეს  წაკითხულმა  სახარებამ მოგვითხრო შაბათ დღეს  სინაგოგაში  დედაკაცის  განკურნებაზე, რომელიც 18 წლის  მანძილზე იტანჯებოდა კუნჩხვებით. ამ  ფაქტმა ,რომელსაც სიხარული უფრო  უნდა გამოეწვია,  გააღიზიანა სინაგოგის მთავარი.  მან ბოღმა ვერ დაფარა და თითქოს და კანონის მომიზეზებით  დაადანაშაულა  მკურნალი...

თქვენ მოისმინეთ თუ როგორ იქნა მხილებული   მისი თვალთმაქცობა.
 როგორ მაგონებს დღევანდელ ვითარებას ეს მოვლენა...

ამ  მოვლენით  მინდა პარალელი გავავლო   დღევანდელ   ცრუ ინტელიგენციასა  და ხელოვნებს შორის, დღევანდელ  ოპოზიციას, საერთაშორისო  ფაშისტურ ლიბერალურ ორგანიზაციებს დ  რადიკალურ ევრო პარლამენტარებს შორის,   რომელნიც  ახალგაზრდებს  კი არ მოუწოდებენ   სიმშვიდისა და წესიერებისაკენ,  არამედ  ხელისუფლებას  მოუწოდებენ და მიუთითებენ თმენის  ვალდებულებებზე.

 თვალთმაქცნო და ორგულნო, სად  რომელ  ქვეყანაში ხედავთ,  თავზე ხელს  უსმევდნენ  არამშვიდობიან  მომიტინგეებს, პირიქით  კი გვინახავს,  როგორ არბევენ  და სისასტიკით  ეპყრობიან  მშვიდობიან  მომიტინგეებსაც კი,  რაც თავისთავად  არაა მოსაწონი.

  მესმის თქვენი, როგორ მალავთ ბოღმას  გამოწვეულს  იმისაგან,   რომ  რიგი  რაღაცეები  სამართლიანად  თუ უსამართლოდ  არ  მოგწონთ  ქვეყანაში, მაგრამ  ამან  საღი  აზრი  და განსჯის  უნარი კი არ  უნდა დაგაკარგვინოთ,
ჩვენი  ქვეყნის,  ჩვენი კულტურისა და  ტრადიციების მტრების გვერდში კი  არ  დაგაყენოთ  და მათ  წისქვილზე  კი  არ  დაგასხამევინოთ  წყალი,   არამედ  (იმ ფენისათვის, რომლებსაც  ჩვენი  ქვეყნის  მტრები  ურევენ  ტვინს   და  თავისუფლებისა და  დემოკრატიის  მანტიაში  უფუთავენ,   უზნეობასა და  კოლონიალურ  მონურ დამოკიდებულებას), გათქმევინოთ, რომ მიუღებელია თქვენი  ასეთი ქცევები... ყველა გზას ეძებთ , ოღონდ მოაწყოთ გადატრიალება. სტუდენტები არ იკმარეთ ეხლა სკოლებს და მალე ბაღებს მიადგებით...
  
ისე მოგიწყვენ სიტუაცია?  გეშინიათ  ხმამაღლა  თქვათ რას ჩადიხართ! !!  რატომ  ყრით ქვაფენილებს, რატომ  ისვრით დამიზნებით   მაშხალებს, საღებავებს, აზიანებთ შენობებს,  წვავთ ა/მანქანებს, იგინებით, ილანძღებით,  არც  სასულიერო  პირებს  გვყოფნის გამბედაობა,  ეს ვთქვათ,  რადგან   პრორუსობის  იარლიყი  არ  აგვცდება, აი  როგორ  მოგვიქციეს  საქმე...   შევატოვეთ  მარტო  ხელისუფლება ამ  ბრძოლაში...

   ვიცი   რა  მოყვება  ამის ხმამაღლა თქმას,  მათგან  ვისაც  მწარედ  მოხვდება ეს  მხელა.  ვინ რას არ დამწამებთ, მაგრამ   მართლა  გული  მტკივა,   რომ  ვუყურებ  ბოღმიანები, როგორ  იმოსებით   ვითომდა ხელისუფლების  მხელაში  და  ამ  დროს   ვერ  ამჩნევთ   ნებსით თუ  უნებლიედ   ვის მხარეზე  დგახართ !!!,”-ამბობს მეუფე ანტონი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu