TOPNEWS » მთავარი თემა » რა ხდებოდა მოედანზე, "ტორპედო"-"ტირანა"-ს შეხვედრის დაწყებამდე?

რა ხდებოდა მოედანზე, "ტორპედო"-"ტირანა"-ს შეხვედრის დაწყებამდე?

რა ხდებოდა მოედანზე, "ტორპედო"-"ტირანა"-ს შეხვედრის დაწყებამდე?

ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "ტირანა"-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩამდე არსებული მდგომარეობის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ედო ბადალაშვილი წერს. 

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო... 

ხოდა დანარჩენი ისტორიაა… და ეს ჩემი გუნდია,"-ამბობს ბადალაშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu