TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფიზიკური დაპირისპირება ჭიათურაში.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორი სცემეს. როგორც ცნობილია, ინცინდენტი კოროხნალში მოხდა.
“რაც ვიცით, 4-მა კაცმა გადმოიყვანა მანქანიდან და დაასისხლიანეს,”-განუცხადეს topnews-ს.
ჭიათურაში პროტესტი 60 დღეა მიმდინარეობს. გაფიცულები წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”-ს მიერ შეთავაზებულ გეგმას არ ეთანხმებიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ 5-მა მაღაროელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო.