ფიზიკური დაპირისპირება ჭიათურაში.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორი სცემეს. როგორც ცნობილია, ინცინდენტი კოროხნალში მოხდა.
“რაც ვიცით, 4-მა კაცმა გადმოიყვანა მანქანიდან და დაასისხლიანეს,”-განუცხადეს topnews-ს.
ჭიათურაში პროტესტი 60 დღეა მიმდინარეობს. გაფიცულები წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”-ს მიერ შეთავაზებულ გეგმას არ ეთანხმებიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ 5-მა მაღაროელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო.