TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის სოფელ მოლითთან, რკინიგზაზე მეწყერი ჩამოწვა

ხარაგაულის სოფელ მოლითთან, რკინიგზაზე მეწყერი ჩამოწვა

ხარაგაულის სოფელ მოლითთან, რკინიგზაზე მეწყერი ჩამოწვა

"საქართველოს რკინიგზამ" 7 თებერვალს დასავლეთ საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა გააუქმა. მიზეზი ხარაგაულის სოფელ მოლითთან ჩამოწოლილი მეწყერია.

"უხვი ნალექის გამო,  დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე,"-აცხადებენ კომპანიაში.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu