რეკლამა

ოთარ პაიკიძე-ოსტატი ვანიდან, რომლის დაწნულ გოდრებსა და კალათებზე დიდი მოთხოვნაა

ოთარ პაიკიძე-ოსტატი ვანიდან, რომლის დაწნულ გოდრებსა და კალათებზე დიდი მოთხოვნაა

ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ისრითში ოთარ პაიკიძის ოჯახს  ყველა იცნობს. ოსტატი ბამბუკით წნავს საყოფაცხოვრებო ნივთებს და ამ ოჯახში მისულ სტუმარს პირველი რაც თვალში მოხვდება სახლის აივანზე გამოფენილი ბამბუკით წნული ნივთებია: გოდრები, კალათები, გიდელები და სხვა.

ნივთების მოსაწნავად საჭიროა 48 დღის ნაზარდი დასრულებული ბამბუკი. ნედლეული ოსტატს გურიის მუნიციპალიტეტიდან ჩამოაქვს, შემდეგ ანაწევრებს საჭირო ზომამდე, გრილ ადგიულას აყოვნებს 2 დღით, რის შემდეგაც ნედლეული ხდება დრეკადი და და მზადაა დასამუშავებლად.

ბატონი ოთარი ერთ-ერთია  ვანის მუნიციპალიტეტში იმ ოსტატებს შორის, ვინც მოწნულ ნივთებს ამზადებს (სხვა ოსტატთა ნამუშევრებს შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ). წნულ ნივთებზე მზარდი მოთხოვნაა. ოსტატი რეალიზაციას ახდენს როგორც საკუთარი სახლიდან, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან.

სურვილის შემთხვევაში ოსტატი  მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს და  მოაწყოს წნვის მასტერკლასი, ასევე მზადაა მიიღოს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონალურ - „ადგილობრივი რეწვის“ გამოფენა -ბაზრობებში თემატური მასტერკლასით ცნობადობის გაზრდისთვის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები