რეკლამა

გელათის მონასტერი ვიზიტორებისათვის დაიკეტა

გელათის მონასტერი ვიზიტორებისათვის დაიკეტა


დღეიდან გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისათვის დაიკეტა.

ოფიციალური ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე 40 მეტრიანი მეტალის კონსტრუქციის ერთიანი დროებითი გადახურვის აგების სამუშაოებთან დაკავშირებით ტერიტორიაზე შრომითი უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი წესდება.

"გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები  ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო ფაზაში გადადის. ტაძრის პერიმეტრზე უკვე განთავსდა რკინაბეტონის ფილები, რომლებიც დროებითი გადახურვის კონსტრუქციისათვის ფუნდამენტის ფუნქციას შეასრულებენ, ხოლო გერმანული კომპანიის „ლეიერი“ -ს მხარის მიერ უშუალოდ სპეციალურად გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი გადახურვისთვისთვის დამზადებული მეტალის კონსტრუქციები ორიოდ დღეში ადგილზე იქნება. კონსტრუქციის აგების სამუშაოებს, ასევე, სათანადო გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია „ქუადრექსი“ ასრულებს.

ზემოხსენებულ უმნიშვნელოვანეს სამუშაოებთან დაკავშირებით, გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შრომითი უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი წესდება, რაც მომლოცველებისა და სტუმრებისათვის, მათივე უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ტერიტორიის ზემოაღნიშნული ვადით დახურვას გულისხმობს,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები