TOPNEWS » მთავარი თემა » "ყარს აქაურობა, დავიწამლეთ ხალხი,"- რა იწვევს არასასიამოვნო სუნს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე?

"ყარს აქაურობა, დავიწამლეთ ხალხი,"- რა იწვევს არასასიამოვნო სუნს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე?

"ყარს აქაურობა, დავიწამლეთ ხალხი,"- რა იწვევს არასასიამოვნო სუნს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე?

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაცხოვრებლები დასახლებაში არსებულ არასასიამოვნო სუნზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. 

როგორც მოსახლეობა ამბობს, ჰაერში არსებული მძაფრი სუნი განსაკუთრებით აწუხებთ. ისინი ვერც ფანჯრის გაღებას და ვერც გარეთ გასვლას ახერხებენ. 

"უკვე ერთი კვირაა, რაც ყარს აქაურობა. დავიწამლეთ ხალხი. უკვე აღარ ვიცით რა ვქნათ და ვის მივმართოთ. ასე როგორ შეიძლება. ხომ უნდა გვითხრან რა ხდება,"- ამბობს მოსახლეობა. 

დასახლებაში არასასიამოვნო მძაფრი სუნის არსებობის მიზეზი მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

"აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

სარეაბილიტაციო სამუშაობი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება,"-აცხადებენ კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu