რეკლამა

რამ გამოიწვია ხონში სანიტარული მდგომარეობის გაუარესება?

რამ გამოიწვია ხონში სანიტარული მდგომარეობის გაუარესება?

ხონის კომუნალური სერვის-ცენტრი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხონის მერია განცხადებას ავრცელებს. 

"ნაგავმზიდი მანქანის მუშა-ოპერატორების  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა  და ამ დრომდე, აღნიშნულ პოზიციებზე   დასაქმების მსურველთა  ვერ მოძიების გამო, ა(ა)იპ ხონის კომუნალურ სერვის ცენტრი შეფერხებით მუშაობს.

ამას ემატება ზაფხულის სეზონი, მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა და დიდი ოდენობით წარმოქმნილი ნარჩენი, რამაც მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობა გააუარესა და მოსახლეობის სამართლიანი შენიშვნები გამოიწვია.

აგვისტოს დასაწყისიდან ა(ა)იპ კომუნალურ სერვის ცენტრში მუშა-ოპერატორის პოზიციებზე ვაკანსია ცხადდება:

 ფუნქცია - მოვალეობები

• ნარჩენების მზიდ მანქანაზე ურნების მიმაგრება.
• ნარჩენების ურნების დაცლის პროცესის ხელშეწყობა.
• ნარგვის ურნების მიმდებარედ განთავსებული ნარჩენების შეგროვება და ნარჩენების მზიდ მანქანაზე განთავსება.
•ანაზღაურება: 15 სამუშაო დღე, 600 (ექვსასი ) ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 555 224 466,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები