რეკლამა

რაჭაში, მდინარე რიცეულაზე ჰესი შენდება

რაჭაში, მდინარე რიცეულაზე ჰესი შენდება

რაჭაში, მდინარე რიცეულაზე ჰესი
შენდება. აღნიშნულთან დაკავშირებით  5 სექტემბერს, ადგილობრივებთან პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. 

 "მოსახლეობის საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის  შენობაში, გაიმართება  მდინარე რიცეულაზე შპს „სადმელი ჰესის“ 2,66 მგვტ დადგმული სიმძლავრის  ჰიდროელექტროსადგურის „სადმელი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციისა და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ეგხ-ის გაყვანის პროექტის საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

წარმოდგენილ გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს),"-ნათქვამია ამბროლაურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები