TOPNEWS » მთავარი თემა » ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, გელათი მალე ხარაჩოების გარეშე დაბრუნდება

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, გელათი მალე ხარაჩოების გარეშე დაბრუნდება

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, გელათი მალე ხარაჩოების გარეშე დაბრუნდება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით, სამონასტრო კომპლექსში გაწეული სამუშაოების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე ყურადღება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე გამახვილდა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. 
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ კედლის მხატვრობის კონსერვაციის ბრიტანელი ექსპერტი სტივენ რიკერბი და  მოზაიკის კონსერვაციის იტალიელი ექსპერტი, პროფესორი რობერტო ნარდი.

ირაკლი კობახიძის თქმით, განიხილეს სამონასტრო კომპლექსის შენარჩუნების და აღდგენის კრიტიკული საკითხები.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს წარსულში იყო გამოწვევები.  იყო რისკი გელათი იუნესკოს სიიდან ამორიცხულიყო, თუმცა დღეს ვითარება არის სრულიად განსხვავებული. მისივე თქმით, სამუშაოები სწორად არის დაგეგმილი. უფრო მეტიც, სახელმწიფო და ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობს, არის კოორდინირებული სტრატეგია. საპატრიარქო უზრუნველყოფს სამუშაოების წარმოებას, ხოლო სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. 
პრემიერმა იმედოვნა, რომ ძეგლი მალე ხარაჩოების გარეშე დაბრუნდება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu