TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე აღნიშნეს

ქუთაისში ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე აღნიშნეს

ქუთაისში ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღე აღნიშნეს

14 მარტს ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა.

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, მწვანე ყვავილას მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი  ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო  რეჟისორის ხსოვნას და  გვირგვინებით შეამკო მისი საფლავი.

 ქუთაისის ახალგაზრდულმა დასმა „მარჯანიშვილელებმა“ წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია და დასის წევრებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.

 ღონისძიების პარალელურად, ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ვასილ ამაშუკელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო  მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტომასალა, რომელიც 1962 წლით თარიღდება და ასახავს ქუთაისის ინტელიგენციის მოგზაურობას რაჭა- ლეჩხუმში. მათ  ფილმის „ აკაკის წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებიდან 50 წლის შემდეგ იგივე  მარშუტით იმოგზაურეს ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმში. დელეგაციაში იყო თავად ვასილ ამაშუკელი.

ვასილ ამაშუკელის ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველი ვაჟა ჯუღელი და სხვა მოწვეული სტუმრები.

რეჟისორი და კინოოპერატორი  ვასილ ამაშუკელი 1886 წლის 14 მარტს დაიბადა ქუთაისში.1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმები, ხოლო 1912 წელს გადაიღო  პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu