"რომეო და ჯულიეტა", "ტომ სოიერი"-სასტუმრო ქუთაისში, სადაც წიგნები გიმასპინძლებენ

"რომეო და ჯულიეტა", "ტომ სოიერი"-სასტუმრო ქუთაისში, სადაც წიგნები გიმასპინძლებენ

ქუთაისში "წიგნის სასტუმრო" გაიხსნა. ორიგინალური კონცეფციის სასტუმროს იდეის ავტორი ანდრო ქარციძეა. 

"ქუთაისში გაიხსნა თემატური სასტუმრო, რომელიც არამარტო სტუმრების მოსასვენებელი, არამედ ლიტერატურული, სახელოვნებო, გასართობი, და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის იქნება განკუთვნილი,"-ამბობს სასტუმროს მფლობელი ანდრო ქარციძე.

სასტუმროში დაგხვდებათ კარცერ-ლუქსი. ეს არის ოთახი კაცისთვის რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს და განსაკუთრებით მათვის რომელთაც ლიტერატურა ჰაერივით სჭირდებათ.

სასტუმროში იპოვით იმერელი სერვანტესის-გენიალური დავით კლდიაშვილის ოთახს.

შეყვარებულ წყვილებს ადგილზე "შექსპირის ოთახი" მისი "რომეო და ჯულიეტა"-თი ელოდებათ.

"წიგნის სასტუმროში" გენიალური ამერიკელი მარკ ტვენი და მისი ბავშვების (და არა მარტო ბავშვების) კუმირი ტომ სოიერიც დაგხვდებათ.

სასტუმროში ფრანგი კლასიკოსი დიუმა, მისი დარტანიანი და სამი მუშკეტერით გელოდებათ.

სასტუმრო ქუთაისში, აღმაშენებლის 85ა-ში მდებარეობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები