ვანის ტურიზმის ცენტრმა ინფოტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების: “თრეველ გრუპი”-ს, “ენთეველი”-ს დირექტორებს, “Რეგიონული ინიციატივების ცენტრის: "ნათელი მომავალი"-ს დამფუძნებელს და იმერელ გიდებს უმასპინძლა.
ინფოტურის ფარგლებში, სტუმრებმა ვანის განახლებული ტურიზმის ცენტრი, ვანის ცენტრალური ნაწილი და გ. ყიფიანის სახელობის ტყე-პარკი დაათვალიერეს. ესტუმრნენ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახელობის სახლ-მუზეუმებს ეთნო სოფელ ჭყვიშში.
"სტუმრების მხრიდან გამოითქვა დადებითი შეფასება ვანის განახლებილი ტურისტული ლოკაციების მიმართ. დაადასტურეს ვანის, როგორც ახალი ტურისტული ლოკაციისადმი მზარდი ინტერესი და ინფოტურის ფარგლებშივე, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი ერთობლოვი ტურებისა და პროექტების განხორციელების ფარგლებში. ინფო/მედია ტურები და საქმიანი შეხვედრები მთელი წლის მანძილზეა დაგეგმილი,"-ამბობს ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი.