თანამედროვე საოჯახო სასტუმრო, ულამაზე ეზო და ხეხილის ბაღები-სამოთხე ვანის სოფელ შუამთაში

თანამედროვე საოჯახო სასტუმრო, ულამაზე ეზო და ხეხილის ბაღები-სამოთხე ვანის სოფელ შუამთაში

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში ყველა ტურისტი შენიშნავს ერთ რუდუნებით მოვლილ კარ-მიდამოს, თანამედროვე საოჯახო ჰოსტელით, ულამაზესი ეზოთი და ხეხილის ბაღებით. ეს გოგაძეების ოჯახია.

ბატონი რომანი პროფესიით მშენებელ/არქიტექტორია, ახალგაზრდობიდან რუსთავსა და თბილისში მუშაობდა, თუმცა მშობლიური სახლი და კარ-მიდამო არასდროს მიუტოვებია, საბოლოოდ დაბრუნდა კიდეც და დღეს ბევრი ტურისტის მასპინძელია. ოჯახმა წამოიწყო სამეუმეო საქმიანობაც და ადგილობრივი აგრო ტურიზმის ერთერთი თვასაჩინო ლოკაციაა მუნიუციპალიტეტში, გააშენა  ალუჩისა და სხვადასხვა ხეხილის ბაღი: ნიგოზი, უცხოური ჯიშუის ხურმები, ვაშლის, ბლის და ატმის  სხვადასხვა ჯიშები, კომში ურნაბი, თხილის პლანტაცია ჰექტრამდე ტერიტორიაზე დასხვა რაც საშუალებას იძლევა წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლოს აგრო-ტურებს როგორც შემეცნებითი კუთხით, ტურისტის სურვილის შემთხვეში, სამეურნეო საქმიანობაძში მონაწილეობით. 

 ჭიაშკარს შეაღებთ თუ არა თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ეზო, სხვასხვა ჯიშს ყვავილებით და ხე მცენარეები, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზე მონაცვლეობით ყვავილობენ და ამ ეზოში მუდმივი ყვავილობის სეზონია.

ამ ოჯახში ნებისმიერო ასაკის სტუმრისთვისაა ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ეზო ადაპტირებულია ბავთა გასართობი ატრაქციონებით. ჰოსტელი გათვლილია 15 სტუმარზე და თანამედროვე სტანდარტითაა მოწყობილი, შიდა და გარე სველი წერტილებით, ბუხრითა და ბარბექიუს ზონით.  ასე რომ, აქ მოსულ სტუმარს ნამდვილად შთამვბეჭდავი და ლაზათიანი იმერული თავგადასავალი ელის.

ოჯახის დიასახლისი მზადაა გაუმასპინძლდეს ნებისმიერ სტუმარს ადგილობრივი კერძებით, სურვილის შემთხვევაში ჩაუტაროს როგორც გასტრონომიული  ასევე ფლორუისტული მასტერკლასები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები