საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, შიდასასკოლო და სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტკომპლექსის მოედანზე, გარბენში 100 მეტრის დისტანციაზე შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო და შედეგები ასე გადანაწილდა:
გოგონათა შორის:
I - ნინო ცაცანაშვილი.
II- ინგა გეგეშიძე.
III- ბარბარე კიზივაძე.
ვაჟთა შორის.
I- გიორგი ასატურიანი.
II- ნიკოლოზ ჯულაყიძე.
III- ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2024 დასავლეთ საქართველოს თამაშებში, გოგონათა შორის, გეზრბენში N11 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.