TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ფეხბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა
ქუთაისის ფეხბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა
ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდი ,,მართვე" 15 წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!
აღნიშნულ ასაკში ქვეყნის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და მასში 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ,,მართვემ" (მწვრთნელი: ავთო რევიშვილი) ქუთაისის “ტორპედო" 3:1 დაამარცხა.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები სქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ზაზა გულბიანმა და მმართველის მოადგილემ თათია მუშკუდიანმა დააჯილდოვეს.





