TOP-NEWS.GE / ქუთაისის ფეხბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქუთაისის ფეხბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდი ,,მართვე" 15 წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

აღნიშნულ ასაკში ქვეყნის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და მასში 14-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ,,მართვემ" (მწვრთნელი: ავთო რევიშვილი)  ქუთაისის “ტორპედო" 3:1 დაამარცხა.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები სქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ზაზა გულბიანმა და მმართველის მოადგილემ თათია მუშკუდიანმა დააჯილდოვეს.

გუშინ, 11:56
უკან დაბრუნება