TOPNEWS » მთავარი თემა » კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში სპეციალიზირებული გამოფენა - „მასპინძლობის ფერები“ გაიხსნა

კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში სპეციალიზირებული გამოფენა - „მასპინძლობის ფერები“ გაიხსნა

კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში  სპეციალიზირებული გამოფენა - „მასპინძლობის ფერები“ გაიხსნა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში  სპეციალიზირებული გამოფენა - „მასპინძლობის ფერები“ გაიხსნა.
 
გამოფენა  „ღვინის დაბადების საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო გალერეის ოქროს ფონდიდან შერჩეული 23 გამორჩეული ნამუშევარი - ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ფელიქს ვარლამიშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების შემოქმედება. გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს კიდევ ორი კვირის განმავლობაში ექნებათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu