შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ

შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. ად­გილ­ზე 150-მდე მაშ­ვე­ლი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ მე­წყრის ზო­ნი­დან მათ 140 მო­ქა­ლა­ქე უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ არი­ან ისე­თე­ბი, ვის­თა­ნაც კავ­ში­რი ამ დრომ­დე არ აღ­დგე­ნი­ლა. სამ­წუ­ხა­როდ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მაშ­ვე­ლებ­მა 6 გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კარ­გუ­ლებს, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. მათ შო­რის არის ზაზა მეს­ხი, ოჯა­ხით.

მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ავთო ყავ­ლაშ­ვილ­მა და­წე­რა, რო­მელ­საც AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და:

- ზაზა და მისი ოჯა­ხი ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ი­დან, ის­ვე­ნებ­დნენ რა­ჭა­ში, უწე­რა­ში, ჩემს კო­ტე­ჯში, ორ­შა­ბა­თი­დან. გუ­შინ 12 სა­ათ­ზე, ზაზა ცოლ­თან და 3 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად წა­ვიდ­ნენ შოვ­ში, და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და სა­ღა­მოს აღარ მობ­რუ­ნე­ბუ­ლან. ვე­ღარც ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გა­თი­შუ­ლია. ამ დრომ­დე არა­ფე­რი ვი­ცით მათ შე­სა­ხებ.

- ახ­ლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ელო­დე­ბა კო­ტე­ჯში. სამ­წუ­ხა­როდ ფოტო არ მაქვს ოჯა­ხის, მხო­ლოდ ზა­ზას ფოტო მაქვს. ზა­ზას მე­უღ­ლეს ალი­ნა ჰქვია, უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. ბავ­შვე­ბი მცი­რე­წლო­ვა­ნე­ბია, სა­მი­ვე ბი­ჭე­ბია, სა­ხე­ლე­ბი არ ვიცი.

- რა მან­ქა­ნით იყ­ვნენ?
- შავი ბე­ემ­ბე­თი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები