რეკლამა

"ქართული ოცნების" წევრები საარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

"ქართული ოცნების" წევრები საარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, რეგიონულმა მდივანმა, დიმიტრი სამხარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. 

"რეგიონულმა მდივანმა თათბირზე ყურადღება გაამახვილა პრემიერის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი კობახიძის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულის მჭიდრო თანამშრომლობას და კომუნიკაციას ადამიანებთან და დარგის სპეციალისტებთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისათვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას. 

აღნიშნული მიმართვის შესაბამისად, დაიგეგმა და უახლოეს პერიოდში დაიწყება, მუნიციპალიტეტების საკრებულოების "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრები მოსახლეობასთან. შეხვედრების დროს განხილული იქნება მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები