ტკივილითა და კეთილი მოგონებებით აცილებენ მას უკანასკნელ გზაზე”-წერეთლის უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ ლეილა აბზიანიძის გარდაცვალების გამო.
“წლების განმავლობაში ლეილა აბზიანიძე ხელმძღვანელობდა სწავლების მეთოდიკათა კათედრას (შემდგომ დეპარტამენტს), ასევე გახლდათ მეორად პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი. არჩეული გახლდათ სწავლების მეთოდიკათა დეპარტამენტის პროფესორად. ქალბატონ ლეილას დამსახურებული ჰქონდა ღვაწლმოსილი ქუთაისელის და საპატიო უნივერსიტეტელის წოდებები.
2024 წლიდან მას როგორც დამსახურებულ მოღვაწეს მიენიჭა ემერეტუსის პროფესორის წოდება. განსაკუთრებული იყო ლეილა აბზიანიძის დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, არ არსებობს პედაგოგიურ ფაკულტეტზე მოღვაწე პიროვნება, რომლის გვერდით დგომაც მას არ გამოეხატოს, ამიტომაც დიდი ტკივილითა და კეთილი მოგონებებით აცილებენ მას უკანასკნელ გზაზე.
განსაკუთრებული იყო ქალბატონი ლეილას დამოკიდებულება მისი დიდი ოჯახისადმი. წავიდა მარადისობაში უნივერსიტეტის მოამაგე ქალაქზე და სიცოცხლეზე შეყვარებული, ოჯახის ერთგული ღვაწლმოსილი ქალბატონი ლეილა აბზიანიძე.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს,”-ნათქვამია სამძიმრის წერილი.