ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ სკინდორში, კაპანაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო. 240 ოჯახიანი სოფელი უახლოეს პერიოდში სრულად გაზიფიცირდება.
"ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირება და ეს პროცესი გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე,"-განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
ამ ეტაპზე გაზიფიცირება დასრულდა სოფელ მორძგვეთში, სალიეთსა და ეწერში. დასრულებითი სამუშაოები მიმდინარეობს ქვაციხეში, რცხილათსა და საკურწეში.
ჭიათურის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში დასრულდება გაზიფიცირების სამუშაოები და დაიწყება გამრიცხველიანება.