პროექტები, რომელიც ხონში მიმდინარე წელს განხორციელდება
ხონის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 4 095 594 ლარი დაიხარჯება და განხორციელდება რიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოიცავს როგორც ბინათმშენებლობის, ასევე სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტები მოიცავს შემდეგი სამუშაოებს:
1.ქ. ხონში, ჭავჭავაძის ქუჩაზე N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაცია
2. ქ. ხონში, ჭავჭავაძის ქუჩაზე N4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაცია
3.ხონის მუნიციპალიტეტის გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბანგვეთსა და მაჭაკეთის უბანში ბეტონის გზის მოწყობა
4.სოფელ მათხოჯში მე-3, მე-4, მე-5 ქუჩების მოასფალტება
5.სოფელ დიდ კუხში მე-5 ქუჩის მოასფალტება
6.სოფელ პატარა კუხში მე-12, მე-3 და მე-2 ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
7.სოფელ ნახახულევში მე-12 ქუჩის მოასფალტება
8.დედალაური-ცხუნკურის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება
9.სოფელ პატარა გუბში მე-10, მე-13, მე-15 ქუჩების მოასფალტება
10.ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ ძეძილეთი- 11.გელავერის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის
საფარის მოწყობის სამუშაოები
12.ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მე- 17 ქუჩის რეაბილიტაცია
13.ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტება
14.სოფელ გოჩა ჯიხაიშში საღარაძეების უბანში გზის მოასფალტება და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია 15. სოფელ კონტუათში მე-3 ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია.
ხონის მერიის ინფორმაციით, პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.





