რეკლამა

ომს გადარჩენილი ერთადერთი ხარაგაულელი გარდაიცვალა

ომს გადარჩენილი ერთადერთი ხარაგაულელი გარდაიცვალა

ხარაგაულის მკვიდრი, ომის ერთადერთი ვეტერანი იური ბუაჩიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახს უსამძიმრებს ხარაგაულის მერი, რომელიც ამბობს, რომ იური ბუაჩიძის გარდაცვალებასთან ერთად, დიდი ისტორია დასრულდა.

"მწუხარებას გამოვხატავ საპატიო ხარაგაულელის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის იური ბუაჩიძის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ღირსეული ხარაგაულელის გარდაცვალებას ოჯახს და მთელ ხარაგაულს.  იური ბუაჩიძე გახლდათ  ცოცხალი მემატიანე. ბოლო წლებში ის იყო ერთადერთი ომის ვეტერანი, რომელიც ხარაგაულს ჰყავდა და მის გარდაცვალებასთან  ერთად დიდი ისტორია დასრულდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მის მიმართ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული სათანადოდ  გამოგვეხატა. ხარაგაული ღირსეულად შეინახავს და მოუფრთხილდება მის სახელს,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

იური ბუაჩიძე 1942 წელს, ხარაგაულის 1 საშუალო სკოლის დასრულებისთანავე ჯარში გაიწვიეს. ბათუმში, საარტილერიო დივიზიაში, მსახურობდა. იქედან ჯერ ნოვოროსიისკის ფრონტზე წავიდა, შემდეგ კი ბათუმში საზღვრის დასაცავად ჩამოიყვანეს. ხარაგაულში დემობილიზაციით 1950 წელს დაბრუნდა. 1954 წელს თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. აქ გაიცნო თავის მომავალი მეუღლე ლამარა დრობიშევა. ორი ვაჟი შეეძინათ – მალხაზი და ზურაბი.
უმაღლესი პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ იური ბუაჩიძე ხარაგაულში დაბრუნდა. ლაშის სკოლაში გაანაწილეს. განათლების განყოფილებას მიმართა, რომ მშობლიურ სოფელ ფარცხნალში გადმოეყვანათ. აქ ის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
ამის შემდგომ ხიდარში დაიწყო მუშაობა ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი დირექტორად. ხიდრის საშუალო სკოლაში 18 წელი გაატარა. სწორედ მისი დირექტორობის დროს მიენიჭა ხიდრის სკოლას საშუალო სკოლის სტატუსი. 1972 წელს ხარაგაულში საღამოს სკოლის დირექტორად გადმოიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მშობლიური სოფლის სკოლას დაუბრუნდა.

ტეგები:

Facebook - კომენტარები