ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
“ძვირფასო ვანელებო!
სულ მალე დადგება ახალი წელი, ყველაზე ჯადოსნური და სასურველი დღესასწაული, რომელსაც იმედითა და სიხარულით ველოდებით! 2025 წელი ყოფილიყოს სიახლეების, სიკეთის, წარმატებების და ახალი ჩანაფიქრების განხორციელების წელი!
გასული წელი გარკვეული სირთულეებით ხასიათდებოდა, იყო დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერითა და გვერდით დგომით დავძლიეთ და დადებითად გადავწყვიტეთ.
მინდა თქვენდამი გამოვხატო მადლიერება იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების მანძილზე ვგრძნობ.
უდიდესი ისტორიული წარსულის, კულტურულ-ტრადიციული მემკვიდრეობის მქონე ვანელებისთვის კეთილდღეობის გზაზე დაუბრკოლებლად სვლა გარდაუვალია, რაც მოკრძალებული წვლილი იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების საქმეში.
თითოეულ ვანელს მინდა ვუსურვო მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის, სარწმუნოებისა და ევროპულ გზაზე მდგარი ქვეყნის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
ხვავით, ბარაქით, დოვლათით, წარმატებებით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი შემობრძანებულიყოს თქვენს ოჯახებში!
სულიერი სიმშვიდე, გამთლიანება, წინსვლა და გაძლიერება დაბედებოდეს ჩვენს ქვეყანას!
გილოცავთ, ჩემო ვანელებო, თქვენ და სრულიად საქართველოს!”