ქუთაისში ცნობილი ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართება
16 მარტს, 19 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
სახელმწიფო თეატრი მსმენელებს იწვევს სიმფონიური მუსიკის კონცერტზე მესხიშვილის თეატრში.
საკონცერტო პროგრამაშია ფრანც შუბერტის სიმფონია № 8 „დაუმთავრებელი“ და სერგეი რახმა ნინოვის
კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის № 2.
“კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის
ოპერის თეატრის ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, სოლისტის ამპლუაში წარსდგება ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. საგულსხმოა, რომ დუდანა მაზმანიშვ ილისთვის ეს კონცერტი ქუთაისური დებიუტი იქნება.
წარმოგიდგენთ სოლისტის შემოქმედებით ბიოგრაფიას: პიანისტი და დიპლომატი, თბილისის
საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST-ის დამფუძნებელი დუდანა მაზმანიშვილი მრავალი
საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მუსიკალური ნიჭი ძალიან ადრე გამოამჟღავნა და 6 წლის
ასაკიდან დედის, ცნობილი პედაგოგის, თამარ აფაქიძის კლასში განაგრძო სწვალა „ნიჭიერთა ათწლედში“.
დუდანას მამა იყო არქიტექტორი დავით მაზმანიშვილი, ხოლო ბაბუა — სახელოვანი მეცნიერი,
ისტორიკოსი და არქეოლოგი, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე.
“დუდანა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა და მიეკუთვნება იმ ახალგაზრდა
მუსიკოსთა რიცხვს, რომლებსაც შესწევთ უნარი ფართოდ გაუთქვან სახელი საქართველოს მუსიკალურ
კულტურას" — ეს სიტყვები დუდანა მაზმანიშვილის მიერ საკონკურსო მწვერვალების დაპყრობამდე
დიდი ხნით ადრე წარმოსთქვა მაესტრო ჯანსუღ კახიძემ.
დუდანა მაზმანიშვილმა სწავლა გააგრძელა მიუნხენის კონსერვატორიაში, ელისო ვირსალაძის
კლასში, რომელმაც მისი, როგორც პიანისტის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 2005 წლიდან კი
ის ნიუ იორკში, მანესის სახელოვან კონსერვატორიაში სწავლობდა.
2007 წლის ნოემბერში მისი დებიუტი გაიმართა ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში.
სახელგანთქმულმა კრიტიკოსმა ჰარის გოლდსმიტმა ჟურნალ „New York Concert Review“-ში მისი
შესრულება ასე შეაფასა: „ის ნამდვილი ჯადოქარია. მას უდიდესი ორკესტრის ჟღერადობისა და
მომღერლის უნაზესი ბგერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის ის შესრულება, რომელიც
სურდათ ლისტსა და ვაგნერს!“ „მის პიანიზმში შერწყმულია ბრწყინვალე ვირტუოზულობა,
ინტელექტუალური დისციპლინა და ნამდვილ კლასიკოსთა დარბაისლური მანერა“, — წერდა „Musical
America“.
2007 წლის ბოლოს ჩამწერმა სტუდია „OEHMS“-მა გამოსცა დუდანა მაზმანიშვილის პირველი ალბომი
ბახის, ბუზონის, ლისტისა და რახმანინოვის შესრულებით, რომელიც გერმანული კლასიკური რადიოს
„BR4“-ის ფავორიტადაც დაასახელეს. 2009 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „International Piano“-მ დუდანა
წლის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.
პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა ვრცელია და საპატიო: ნიკოლაი
რუბინშტაინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი პარიზში, ვაშინგტონის
პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი, ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო
კონკურსის ლაურეატი ბოლცანოში, აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი მიუნჰენში, ნადია
რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში.
მუსიკოსი სოლო კონცერტებს მართავს ბერლინის, მიუნხენის, ვენის, პარიზის, ნიუ იორკის
ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. ცნობილი დირიჟორისა და პიანისტის, დანიელ ბარენბოიმის მიწვევით
მან სოლო-კონცერტი გამართა რურის საფორტეპიანო ფესტივალზე, რომელიც გადაიცემოდა გერმანული
კულტურის რადიოს მიერ.
მისი მეორე ალბომი რობერტ შუმანისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებით გამოვიდა CuGate Classics
Label-ზე და კრიტიკოსების დიდი აღიარება დაიმსახურა. ცნობილი მევიოლინისა და დირიჟორის, დენიელ
ჰოუპის მიწვევით, დუდანა მაზმანიშვილი მონაწილეობდა ტელეკომპანია Arte-ს პროექტში Hope@Home,
ხოლო აინშტაინის ფონდის მიწვევით, მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის სოლიდარობის კონცერტზე
ბერლინის რადიოს დიდ სამაუწყებლო დარბაზში.
საკონცერტო კარიერის გარდა, დუდანა მაზმანიშვილი არის დიპლომატი, საქართველოს კულტურის
ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ევროპის კულტურული პარლამენტის წევრი,”-ნათქვამია ოპერის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





