ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო. გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ჯერ მსუბუქი ავტომობილის თხევადი აირის ავზი აალდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაზგასამართ სადგურს მოედო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ტერიტორიაზე მუშაობენ სამართალდამცავები.
აფეთქების შედეგად დაზიანება მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მიიღო. 51 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თერჯოლაში, საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი კონტაქტურია, მას შესაბამისი დახმარება უტარდება.