რეკლამა

ავტოქარხანაში, მდინარე ოღასკურას გასწვრივ სკვერი ეწყობა

ავტოქარხანაში, მდინარე ოღასკურას გასწვრივ სკვერი ეწყობა

ქუთაისში, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ბასილაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან მიხელ გიორგაძესთან და მერის წარმომადგენელთან, სერგო კუპატაძესთან ერთად დაათვალიერა.

საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომშენებლის ქუჩაზე მდინარე ოღასკურის გასწვრივ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, სკვერში განაშენიანდება ახალი მცენარეები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. გაღრმავდება მდინარის კალაპოტი და მოწესრიგდება ჯებირები. ასევ სკვერში დამონტაჟდება ძელსკამები და თანამედროვე ტიპის განათებები.  პროექტის ღირებულება  2მილიონ 878 ათას ლარს შეადგენს.

"ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. წესრიგდება სანიაღრე სისტემა და გზის საფარი. 

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ბასილაძემ და მაჟორიტარმა  დეპუტატმა  მიხელ გიორგაძემ  ხარებავას 52 ნომერში მდებარე სპორტული დარბაზში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. რომლის რეკონსტრუქციის ღირებულებაც  635 165 ლარის შეადგენს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები