TOPNEWS » მთავარი თემა » “მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში

“მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში

“მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში

“მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ქუთაისში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით კოლეგებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. 

"სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩვენი კოლეგების მიმართ,"-განაცხადეს ჟურნალისტებმა.

შეგახსენებთ, თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მიმანმიმართულად ხდება ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობა. მათ შორის ცემეს და დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. მას მიღებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები სახისა და თავის არეში, რის შემდეგადაც დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. აღნიშნულის გამო ჟურნალისტი გაათავისუფლეს. კლინიკაში მკურნალობა დასჭირდათ ასევე ტელეჟურნალისტებს, გურამ როგავასა და მარიამ გაფრინდაშვილს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu