სოფელ კურსებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა
ტყიბულის სოფელ კურსებში, მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა.
“მეწყერმა რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.
ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება.
სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.
ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არც ერთი თეთრი არ დაიკარგება.
ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება.
თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი - #GE04BG0000000611909718
მიმღები #ხატიაბეროძე
თიბისი ბანკი - #GE42TB7118736010100046
მიმღები #ხატიაბეროძე
ხოლო დოლარის და ევროს შეგიძლიათ ჩაროცხოთ
Usd
#GE05TB7090545161600005
Euro
#GE75TB7090545161600006
მიმღები #ანიალფაიძე
#PayPal Khatia Berodze
@KBerodze,”-ნათქვამია განცხადებაში.





