ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქუთაისის მერი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფოტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.
წელს ფესტივალში მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი ) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები მონაწილეობენ.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ 15 ოქტომბერს დაიხურება.
დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.